Wednesday, June 12, 2019

ბლოგის მიზანი




                                                    ბლოგის  მიზანი


ჩემი საგანმანათლებლო ბლოგის  მიზანია  ჩემი გამოცდილება  გავუზიარო ჩემს  კოლეგებს და სხვა  საგანმანათლებლო სისტემაში მომუშავე დაინტერესებულ ადამინებს. ასევე მაინტერესებს ჩემი კოლეგებისა და ყველა ჩემი ბლოგის სტუმრის აზრი ჩემს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე,მინდა თქვენს უკუკავშირში გამიზიაროთ თქვენი ამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობასთან დაკავშირებით,მომცეთ რჩევები,რათა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა იყოს უფრო ნაყოფიერი და წარმატებული.



გაკვეთილის გეგმები


                                                   სამოდელო  გაკვეთილის  გეგმა
საგანი : ინგლისური
მასწავლებელი : თამარ  ბარბაქაძე
კლასი : VI  კლასი
მოსწავლეთა   პროფილი : 12  მოსწავლე . სსსმ  მოსწავლე  კლასში  არ  არის
გაკვეთილის  თემა : შვიდი  ქალბატონი
გაკვეთილი  მიზანი :  მოსწავლეს შეუძლია  ამოიცნოს  ტექსტის  რომელ  ნაწილში  უნდა  ეძიოს ესა თუ ის ინფორმაცია, იპოვოს კონკრეტული ინფორმაცია, იპოვოს კავშირები და გამოიტანოს   დასკვნა, მიიღოს მონაწილეობა მარტივ  ინტერაქციაში.
სტანდარტი:  მიმართულება კითხვა
უცხ.დ. Vl.7.
მოსწავლეს შეუძლია სემეცნებითი ხასიათის ,ილუსტრირებული ტექსტის წაკითხვა და გაგება;
უცხ.დ.Vl.15.
მოსწავლეს შეუძლია მარტივ  ინტერაქციაში  მონაწილეობა
გამოყენებული რესურსები:  სახემძღვანელო, კონვერტები, დაფა, თაბახის ფურცლები, სურათები.
შეფასება:   მასწავლებლის განმავითარებელი შეფასება, მოსწავლეთა თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.
აქტივობა 1. გონებრივი იერიში-5 წთ
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები  შეძლებენ ილუსტრაციაზე დაკვირვებით  გაიხსენონ   მსოფლიოში ცნობილი  ქალაბატონები, მათი ცხოვრების  და მოღვაწეობის პერიოდები.
აქტივობის აღწერა:  დაფაზე განთავსებულია დაფარული სურათები,  მასწავლებელი რიგრიგობით     იძახებს მოსწავლეებს დაფასთან, მოსწავლეები ატრიალებენ სურათებს და პასუხობენ მასწავლებლის შეკითხვებს:  who is she? When did she live? What waz she famous for?
აქტივობა 2:
უცხო ტექსტის წაკითხვა  და  გაგება     დრო 10 წთ
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ უცხო ტექსტის წაკითხვას , ლექსიკონის გამოყენებით   ახალი სიტყვების ამოცნობას   და ტექსტის შინაარსის  გაგებას.

აქტივობის აღწერა:  მოსწავლეები  სხდებიან ჯგუფებად,  მასწავლებელი  ურიგებს უცხო ტექსტს.  მოსწავლეები იწყებენ   ტექსტზე   მუშაობას, კითხულობენ  ტექსტს,   ინიშნავენ   უცხო  სიტყვებს,   მუშაობენ   ლექსიკონზე, მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს  „შუქნიშნის „ გამოყენებით.
აქტივობა 3 : წაკითხული ტექსტის გაანალიზება      15 წთ
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები შეძლებენ წაკითხული ტექსტის    შინაარსზე  დაყრდნობით     პასუხი გასცენ   დასმულ    შეკითხვებს  და    არგუმენტირებული მსჯელობით   ახასიათებენ  პერსონაჟებს.
აქტივობის აღწერა:   მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს  კონვერტებს,  რომელშიც მოთავსებულია შეკითხვები. მოსწავლეები   წერენ პასუხებს   ფურცელზე  და   წარმოადგენენ   თავიანთ  ნამუშევარს.  ტექსტის   ზოგადი    შინაარსის   გაცნობის    შემდეგ   მოსწავლეები   ახასიათებენ   ტექსტში     მოცემულ   პერსონაჟებს     პიროვნული    მახასიათებლების    მიხედვით,  იყენებენ    შესაბამის    ზედსართავ   სახელებს     და   მოჰყავთ    შესაბამისი    არგუმენტები  ტექსტიდან.
აქტივობა 4:   ინტერვიუ     10    წთ
აქტივობის   მიზანი:    მოსწავლეს    შეუძლია   ტექსტის    შინაარსის  მიხედვით   დასვას    შეკითხვა,      უპასუხოს  მასზე ,წარმართოს მოკლე   დიალოგი  .
აქტივობის   აღწერა:   მოსწავლეები   სხდებიან   წყვილებად.  მასწავლებელი   მათ    აძლევთ   პატარა   ფურცლებს   ,რომლებზეც    წერია   ტექსტში მოცემული  პერსონაჟების   სახელები   და   შემთხვევითობის   პრინციპით  მოსწავლეები  იღებენ   ფურცლებს.  მასწავლებელი   თხოვს  მოსწავლეებს,  თავი  წარმოიდგინონ  იმ   პერსონაჟად,  რომლის   სახელიც  წერია  ფურცელზე ,წყვილში   გაინაწილონ    როლები  -ჟურნალისტი   და  რესპოდენტი,  რათა  გაითამაშონ  დიალოგი.
შეჯამება-შეფასება      5    წთ

Monday, September 26, 2016

ინტელის პროექტი

გზა წარმატებისაკენ
დავასრულეთ ტრენინგ- კურსი  პროექტებით სწავლება.ტრენინგის ყოველი დღე იყო შრომატევადი,ნაყოფიერი და საინტერესო.შევიძინე ბევრი ახალი ტექნოლოგიების ფლობის უნარ -ჩვევა.ვისწავლე როგორ ავაგო საინტერესო,მოსწავლეზე ორიენტირებული,ტექნიკურად და შინაარსობრივად გამართული პროექტი.გავიგე ბევრი საინტერესო და გამოსაყენებელი ვებგვერდების არსებობის შესახებ.ვფიქრობ ეს ტრენინგი დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში და უფრო ნაყოფიერ მუშაობაში.

Wednesday, September 21, 2016

დღევანდელ ტრენინგზე ჩვენ გავეცანით შეფასების რუბრიკების მაგალითებს.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე თუ როგორ უნდა მივუდგეთ სპეციალური საჭიროების მქონე და განსაკუთრებულად ნიჭიერ მოსწავლეებს.ვისაუბრეთ ფასილიტაციაზე.

Monday, September 19, 2016

დღევანდელ ტრენინგზე ჩვენ გამოვაქვეყნეთ პრეზთენტაცია ჩვენს ბლოგზე.ასევე ვისწავლეთ როგორ შვქმნათ ეფექტური პრეზენტაცია..ვნახეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშვრების მაგალითები.

სასწავლო პროექტი