მასწავლებელი:თ.ბარბაქაძე
საგანი:ინგლისური
თემა:მსოფლიოს ქვეყნები კლასი:7
მოსწავლეთა პროფილი : 11
მოსწავლე 1 სსსმ
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეს შეუძლია დაასახელოს სამიზნე ქვეყნებთან
დაკავშირებული გეოგრაფიულ,დემოგრაფიული მონაცემები.მნიშვნელოვანი საკითხები მაგ:დედაქალაქები,მოსახლეობის
რაოდენობა,სახელმწიფო ენები.
გეოგრაფია:7.2. მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
სტანდარტი:უცხ.ს.III. 21. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ
დამოკიდებულებას უცხოენოვანი და კულტურული თავისებურებების მიმართ.
წინარე ცოდნა: მოსწავლეს
შეუძლია ინფორმაციის მიღება,დახარისხება,ცხრილებზე მუშაობა
გეოგრაფია: იცნობს
რუკას,ამოიცნობს,შეუძლია სივრცეში ორიენტაცია.
შეფასება-განმავითარებელი
თვითშეფასება
რესურსები: მოსწავლის
წიგნი,კალმები,დაფა,რუკა,თაბახის ფურცლები,მარკერები,ცარცი,მსოფლიოს რუკა.
აქტივობა 1.გონებრივი
იერიში(5 წთ)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები
შეძლებენ მასწავლებლის კითხვებზე პასუხის გაცემით მოახდინონ წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი
სვამს მაპროვოცირებელ შეკითხვას where are we from?
მოსწავლეები პასუხობენ:we are
from Georgia
მასწავლებელი სვამს
მორიგ შეკითხვას საქართველოს დიდი ქალაქების შესახებ და თხოვს მოსწავლეებს ჩამოთვალონ
ისინი:მაგ:ქუთაისი,თბილისი,ბათუმი და ა.შ აქედან გამოვყოფთ თბილისს და მასწავლებელი
აწვდის მოსწავლეებს წინადადებას Tbilisi is a capital of Georgia და ამით ახდენს მოსწავლეების მობილიზებას მთავარ საკითხზე.
აქტივობა 2.კითხვა 10წთ.
აქტივობის მიზანი:მოცემული
ტექსტიდან წაკითხვისა და მასზე დაკვირვების საფუძველზე მოსწავლეები გამოკვეთავენ ძირითად
ინფორმაციას
აქტივობის აღწერა:მასწავლეები
თხოვს მოსწავლეებს წაიკითხონ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტი და ამოიცნონ მოცემული
ქვეყნები და რა ძირითადი ინფორმაციებია დატანილი მასზე.
აქტივობა
3.ტექსტში მოცემული გამოტოვებული ადგილების
შევსება.complete
boxes (5 წთ)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები
შეძლებენ საინფორმაციო ყუთში მოცემული ინფორმაციის შესაბამისად გამოყენებას და გამოტოვებული
საკითხების აღდგენას ტექსტში.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი
მოსწავლეებს აწვდის საინფორმაციო ყუთს და თხოვს ყუთში მოცემული ინფორმაცია შესაბამისად
განათავსონ ტექსტში გამოტოვებულ ადგილებში.
სსსმ მოსწავლე მონაწილეობს
ამ და სხა აქტივობებში.
აქტივობა 4:ცხრილებზე
მუშაობა (10 წთ)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები
შეძლებენ ტექსტის დახმარებით შეავსონ ცხრილი და დაახარისხონ ინფორმაცია ძირითადი საკითხების
მიხედვით
country; capital; population; main language
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი
აწვდის მოსწავლეებს ცხრილს და თხოვს შეავსონ ის (ინდივიდუალურად დაფაზე)
მასწავლებელი იყენებს
გამოსაძახებელ ჩხირებს.
აქტივობა 5:რუკაზე
მუშაობა(2 წთ)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეები
შეძლებენ რუკაზე მოძებნონ ტექსტში ნახსენები ქვეყნები
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი
გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით იძახებს მოსწავლეებს აწვდის მათ წებოვან ფურცლებს
რომლებზედაც მოცემულია ტექსტში განხილული ქვეყნები და სთხოვს მათ განათავსონ ფურცლები
რუკაზე ქვეყნების მდებარეობის ადგილზე.
აქტივობა 6. პაზლის
აწყობა (10 წთ)
. აქტივობის მიზანი:მოსწავლეები
შეძლებენ კონვერტში მოთავსებული პაზლებით ააწყონ
ცხრილი.
აქტივობის აღწერა
: მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს შექმნან ჯგუფები და ურიგებს მათ კონვერტებს , რომელშიც
მოთავსებულია პაზლები.მოსწავლეები აწყობენ
პაზლებს და ამაგრებენ საპრეზენტაციო ფურცელზე.
ჯგუფები აკეთებენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას.
შეჯამება----შეფასება
(3 წთ)
No comments:
Post a Comment