Monday, July 11, 2016

Grammar.Present continuous with future meaning



გაკვეთილის მთავარი თემა
Grammar.Present continuous with future meaning
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური.vi კლასი
მოსწავლეთა პროფილი
14 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა
მოსწავლე შეძლებს გამოიყენოს კონკრეტული გრამატიკული დრო (present continuous) სწორ კონტექსტში
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიმართულება ლაპარაკი. მიმართულება წერა.
მოსწავლე იძენს ელემენტარულ ენობრივ გრამატიკულ უნარ-ჩვევას და ცდილობს ფუნქციურად გამოიყენოს ისინი
  • სვამს/პასუხობს კითხვებს კონკრეტულ საგაკვეთილო სიტუაციასთან დაკავშირებით
  • სათანადოდ იყენებს ნაცნობ ლექსიკას
  • შეარჩევს ზმნის სათანადო ფორმებს
  • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადების წევრებს შორის
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან გრამატიკული დრო Present continuous როგორც მოქმედება რომელიც ხდება საუბრის მომენტში.იციან წარმოება და მახასიათებლები.მაგ: now.at the moment. today
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დაფა, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი, სლაიდი, WB, რვეული,  კალამი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები(2 წთ)
A ფაზა.(გამოწვევა 15 წთ)
  1. მასწავლევლებელი აჩვენებს მოსწავლეებს პირველ სლაიდზე მოცემულ სურათს და თხოვს მათ დაასახელონ ნივთბი რასაც სურათზე ხედავენ. მოსწავლეები ასახელებენ ნივთებს
  2. მასწავლებელი ისევ თხოვს მოსწავლეებს დააკვირდნენ სურათს და სვამს შეკითხვას. შეკითხვა მოცემულია სლაიდზეც სადაც ხაზგასმულია სიტყვა გასაღები. მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვას.
  3. მასწავლებელი თხოვს მოხალისე მოსწავლეს დაწეროს პასუხი დაფაზე და .დაასახელონ გრამატიკული დრო:present continuous
    .
B.ფაზა(20 წთ)
მასწავლებელი სვამს მორიგ შეკითხვას: why?
და თხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდი სლაიდზე მოცემული სურათების მიხედვით. აქვე მოცემულია მაგალითი სადაც  მონიშნულია  სიტყვა რომელზედაც მასწავლებელს მოსწავლეების ყურადღება გადააქვს და აძლევს განმარტებას present continuous მეორე მნისვნელობაზე ანუ როგორც future meaning.
მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს 4წთ სლაიდზე მოცემული დავალების შესასრულებლად  და და თხოვს იმუშაონ ინდივიდუალურად.
C.ფაზა( 5 წთ)
მასწავლებელი ახდენს დავალების შეჯამებას.თხოვს მოსწავლეებს მოახდინონ დავალების პრეზენტაცია. იღებს უკუკავშირს და აფასებს მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით.

No comments:

Post a Comment